1-ელი იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე, ნავთობპროდუქტებსა და მსუბუქ
ავტომობილებზე აქციზის გადასახადი, სათამაშო ბიზნესზე კი მოსაკრებლის
ოდენობა გაიზარდა.
"საგადასახადო კოდექსში" შესული ცვლილებებით, ერთ კოლოფ თამბაქოზე
აქციზური გადასახადი 60 თეთრით გაიზრდება.
რაც შეეხება ნავთობპროდუქტებს, ბენზინის შემთხვევაში აქციზის
ღირებულება ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება; დიზელზე -
150-დან 400 ლარამდე; გაზზე, 1000 კუბურ მეტრზე - 80-დან 200
ლარამდე.
ასევე იზრდება გადასახახი სათამაშო ბიზნესთან მიმართებაში.
ტოტალიზატორი, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისას მიღებული
ფსონების ჯამი დაიბეგრება 10%-ით და ასევე, 30%-ით იზრდება სათამაშო
ბიზნესის მოსაკრებელი განაკვეთი მაგიდებთან დაკავშირებით.
გადასახადის ზრდა, იმპორტის ნაწილობრივი შემცირების გათვალისწინებით,
დამატებით 200 მლნ ლარამდე შემოსავალს იძლევა.
ფინანსთა სამინისტროში ვარაუდობენ, რომ 2017 წლიდან დაგეგმილი
თამბაქოს ნაწარმზე აქციზის, ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდა
იმპორტის ნაწილობრივ შემცირებასთან ერთად, 2017 წელს დამატებით 45 მლნ
ლარის შემოსავლის მობილიზების შესაძლებლობას იძლევა.
ხოლო აქციზის გადასახადის გაზრდა ნავთობპროდუქტებზე, ფინანსთა
სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის ბიუჯეტში დამატებით 250 მლნ ლარზე
მეტი შემოსავალის მომცემი იქნება.
"საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები მე-9 მოწვევის პარლამენტს
მთავრობის ახალმა შემადგენლობამ წარუდგინა. ცვლილებები მესამე
მოსმენით რამდენიმე დღის წინ დამტკიცდა.
გარდა ამისა, ახალი წლიდან მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი
ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია/საწარმო მოგების
გადასახადით მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში დაიბეგრება, ხოლო
თუ მის სრულ რეინვესტირებას მოახდენს, აღნიშნული გადასახადისგან
გათავისუფლდება.
წყარო: ბპნ.გე
მასალის გამოყენების პირობები