ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცმა თეთრი ხიდიდან მდინარე რიონში
გადახტომა და თვითმკვლელობა სცადა.
შემთხვევა მიმდინარე წლის 30 დეკემბერს, ღამის საათებში მოხდა.
თვითმხილველების განმარტებით, ახალგაზრდა მამაკაცი თეთრი ხიდის რკინის
რიკულზე ავიდა და მდინარეში გადახტომას ცდილობდა. მათივე თქმით,
მისთვის დახმარების აღმოჩენა თავადაც სცადეს, თუმცა ახალგაზრდა მათ
თხოვნას არ დაემორჩილა.
"ამ დროს მოვიდა პატრულის რამდენიმე თანამშრომელი და მათ ჩამოიყვანეს
ეს ბიჭი ხიდის რიკულიდან," – ამბობენ თვითმხილველები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ. უწყების
პრესსამსახურის განმარტებით, ახალგაზრდა მამაკაცი ნასვამ
მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის
თანამშრომლემა გადაარჩინეს.
მასალის გამოყენების პირობები