2016 წელს ქუთაისელმა სპორტსმენებმა სხვადასხვა სახეობაში 1106 მედალი
მოიპოვეს. მათ შორის, 439 ოქრო, 305 ვერცხლი და 362 ბრინჯაო.
ქალაქის მერის, შოთა მურღულიას თქმით, 2016 წელი ქუთაისისთვის სპორტის
სფეროში ყველაზე წარმატებული იყო.
"ვერც ერთი წელი ვერ შეედრება წლევანდელ წელს, თუმცა, ვფიქრობ, რომ
პოტენციალი უფრო მეტი გვაქვს და ამას 2017 წელი
დაამტკიცებს",–განაცხადა შოთა მურღულიამ.
ქუთაისის მერიის სპორტის განყოფილებამ, ააიპ სპორტულ დაწესებულებათა
გაერთიანებასთან ერთად, მიმდინარე წელის შედეგები შეაჯამა.
სპორტული წლის
შემაჯამებელ ღონისძიებაზე 3 წარმატებული გუნდი,
11 სპორტსმენი და 11 მწვრთნელი დააჯილდოვეს.
მასალის გამოყენების პირობები