თოვლის ბაბუების ფლეშმობი 31 დეკემბერს 13 საათზე ქუთაისის
ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.
თოვლის ბაბუები, ოჩოფეხებისა და მედოლეების სადღესასწაულო
მსვლელობასთან ერთად, მოსახლეობას ახალ წელს მიულოცავენ.
14 საათზე კი მონპლეზირის თაღთან თოვლის ბაბუები, ბერიკებთან ერთად,
წარმოდგენას გამართავენ და პატარებს საჩუქრებით, ასევე გოზინაყით
გაუმასპინძლდებიან
აღნიშნული საახალწლო ღონიძიებები ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის
მიერ ხორციელდება.
სადღესასწაული აქტივობებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის
ბიუჯეტიდან 98 000 ლარი დაიხარჯა.
ქუთაისში საახალწლო ღონისძიებების სრული ჩამონათვალი ნახეთ მითითებულ
ლინკზე.
მასალის გამოყენების პირობები