სარემონტო სამუშაოების გამო 9:30 - დან 20:00 საათამდე 270 აბონენტს
ქუთაისში ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება.
"ენერგო პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში
აცხადებენ, რომ N139 ფიდერი აუცილებელი სარემონტო სამუშაოების
ჩატარების მიზნით გაითიშება, რის გამოც ელექტროენერგია ანტონ
კათალიკოსის, წყალტუბოს, წყაროს, ჭაბუკიანის, კოღუაშვილის, ცაცხვების
ქუჩებზე გამოირთვება.
კომპანიის ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების განმავლობაში კაპიტალურად
შეკეთდება საკაბელო ქსელის ავარიული მონაკვეთი.
"სამუშაოები ახალი წლის სადღესასწაულო დღეების პერიოდში
მომხმარებლების სტაბილური ენერგომომარაგების მიზნით ხორციელდება," -
განმარტავენ "ენერგო პრო ჯორჯიაში".
მასალის გამოყენების პირობები