ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მთავარი ნაძვის ხე გაანათეს.
ნაძვის ხის საზეიმო ვითარებაში ანთებას ქუთაისის ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ქალაქში უკვე განათებულია ნაძვის ხეები ისტორიულ ნაწილსა და
მოსწავლე–ახალგაზრდობის პარკში.
ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები 30 დეკემბრიდან იწყება.
სადღესასწაულო პროგრამა ხვალ დილიდან, პირველ საჯარო სკოლასთან
საახალწლო ბაზრობით გაიხსნება, რის შემდეგაც მონპლეზირის თაღის
მიმდებარე ტერიტორიაზე ზღაპრული ქალაქი მოეწყობა.
დღის ბოლოს კი ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრში სიმღერისა და
ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი გაიმართება.
ქალაქში საახალწლო ღონისძიებები
13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
ადგილობრივი თვითმმართელობა ქალაქში საახალწლო განწყობის შესაქმნელად
წელს 250 000 ლარს დახარჯავს.
მასალის გამოყენების პირობები