ბაღდათში, მიმდინარე წლის 30 დეკემბერს დათუნა სირბილაძისა და ანსამბლ
"შვიდკაცას" მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.
1 იანვარს კი საბავშვო თეატრ–სტუდია "ირიდას" მიერ დადგმული
მიუზიკლის, "კონკიას" პრემიერა გაიმართება.
ბაღდათის გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქალაქში საახალწო
ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 900 ლარი გამოიყო.
აქედან, 10 000 ლარი 30 დეკემბერს დადგეგმილ კონცერტს, 3 500 ლარი კი
მიუზიკლს მოხმარდება. ასევე, 3 500 ლარი დაიხარჯება ტკბილეულის
პაკეტების შესაძენად, რომელიც 800 ბავშვს დაურიგდება.
საახალწლოდ გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
სასურსათო ნობათის გადაცემაც, რომელსაც 91 განსაკუთრებით შეჭირვებული
ოჯახი და ამ ოჯახებში მცხოვრები 240 ბავშვი მიიღებს.
საახალწლო ნობათების საერთო ღირებულება 2 070 ლარს შეადგენს.
ბაღდათის ცენტრში დადგმული ნაძვის ხისთვის, რომელსაც 30 დეკემბერს
გაანათებენ, ადგილობრივი გამგეობის ბიუჯეტიდან 8 900 ლარი
დაიხარჯა.
მასალის გამოყენების პირობები