ფოტოკონკურში "ილო" წარმოდგენილი ნამუშევრებით დაკომპლექტებული
კალენდრის გამოსაცემად ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს.
ელექტრონული შესყიდვა მიმდინარე წლის 27 დეკებრს გამოცხადდა.
მისი სავარაუდო ღორებულება 2000 ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ
ფოტოკონკურსში წარმოდგენილი ნამუშევრებით დაკომპლექტებული 300 ცალი,
14 გვერდიანი კალენდარი უნდა დაბეჭდოს.
მიმდინარე წელს კონკურსის გრან–პრი ფოტოგრაფ,
ირაკლი ბიგვავას გადაეცა.
პირველი ადგილის მფლობელი გიორგი კაკიაშვილის ნამუშევარი გახდა, მეორე
ადგილი ირაკლი შარაშიძეს ერგო, მესამე ადგილზე კი პაატა ნემსიწვერიძის
ფოტო გავიდა.
ფოტოკონკურსი "ილო" ქუთაისში ყოველწლიურად იმართება. მისი
ორგანიზატორი ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა
დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურია.
კონკურსი ქუთაისელი კოლორიტის, ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს. მისი
ფოტოატელიეც ათწლეულების განმავლობაში ქალაქის ცხოვრების ერთგვარი
მემატიანე იყო.
ფოტოკონკურსში მონაწილეობა პროფესიონალ და მოყვარულ ფოტოგრაფებს
შეუძლიათ.
მასალის გამოყენების პირობები