ქუთაისის მერია, ააიპ ქუთაისის ტურისტულ– საინფორმაციო ცენტრს,
მირზაანის ყოფილ შენობას უსასყიდლოდ უზუფრუქტის ფორმით გადასცემს.
ორგანიზაციისთვის შენობის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით (
უძრავი ქონების გადაცემა სარგებლობაში. თუმცა,
მესაკუთრეს არ აქვს ამ ქონების მესამე პირზე გასხვისების
უფლება) გადაცემის საკითხი,
დღეს საკრებულოს სხდომაზე არის ჩანიშნული.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ რუსთველის ქუჩაზე მდებარე ყოფილი
ლუდსახარში "მირზაანის"
შენობა გასულ წელს შეიძინა, სადაც
მერია ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრის განთავსებდება.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტურისტული ცენტრის მოსაწყობად კი,
ტენდერი მიმდინარე
წლის მაისში გამოაცხადა.
სარეკონსტრუქციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს
"პარმაღი" 162 000 ლარის სანაცვლოდ გახორციელა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტურისტული საინფორმაციო ცენტრის
შენობის პირველი სართული სამეურნეო დანიშნულების ფართს და საწყობს
დაეთმობა, მეორე სართულზე ეთნოგრაფიული კუთხე, ბარგის შესანახი და
ვირტუალური გიდის
ოთახები განლაგდება.
შენობის მესამე სართული, საინფორმაციო ცენტრის გარდა, სუვენირების
მაღაზიას, საბანკო მომსახურების პუნქტს, კერძო ტურისტული კომპანიების
წარმომადგენლებსა და ადმინისტრაციას დაეთმობა. მეოთხე სართულზე კი,
საკონფერენციო დარბაზი და საგამოფენო სივრცე მოეწყობა.
ამ დროისთვის, ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ადგილობრივი
თვითმმართველობის შენობაში არის განთავსებული.
თავდაპირველად ის 2011 წელს, რუსთაველის მოედანზე მოეწყო. შენობა
ფერადი მინის კონსტრუქციას წარმოადგენდა. თუმცა, მშენებლობის
დასრულებიდან რამდენიმე თვეში, სახურავიდან წყალი ჩამოვიდა. ხოლო მას
შემდეგ, რაც სამივე შესასვლელი კარი ჩამოვარდა, დაიკეტა. ტურიზმის
ცენტრი კი მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გადავიდა.
ქუთაისის მერიაში განმარტავდნენ, რომ ფერადი მინის შენობამ თავისი
ფუნქცია ვერ შეასრულა, რომლის დემონტაჟი გასულ
თვეში განხორციელდა. მის ადგილზე კი ადგილობრივმა მთავრობამ
ენერგო-ეფექტური სკვერი მოაწყო.
მასალის გამოყენების პირობები