1 იანვრიდან უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე
მასწავლებელებს, ასევე მაღალმთიან დასახლებაში მომუშავე პედაგოგებს,
სახელფასო დანამატი მოემატებათ.
სტატუსის შესაბამისი დანამატები და ხელზე ასაღები ოდენობა:
ა) უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი – სრული
დატვირთვის შემთხვევაში, ნაცვლად დღეს არსებული 180 ლარისა, იქნება
320 ლარი, ხელზე ასაღები – 256 ლარი.
ბ) წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი –
სრული დატვირთვის შემთხვევაში, ნაცვლად დღეს არსებული 270 ლარისა,
იქნება 500 ლარი, ხელზე ასაღები – 400 ლარი.
გ) მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი – სრული დატვირთვის
შემთხვევაში, ნაცვლად დღეს განსაზღვრული 500 ლარისა, იქნება 700 ლარი,
ხელზე ასაღები – 560 ლარი.
დ) მაღალმთიან დასახლებაში მომუშავე პედაგოგის დანამატი – 142 ლარი
იქნება – საუბარია 10 000–მდე პედაგოგზე.
სახელფასო ზრდა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული
განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის თანახმად უნდა
განხორციელდეს.
2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მენტორის სტატუსის მქონე
მასწავლებელი სქემაში არ არის.
ანაზღაურების მატება 18 494 უფროს და 213 წამყვან მასწავლებელს
შეეხება.
მასალის გამოყენების პირობები