საახალწლო კარნავალი ახალგაზრდებისთვის 2017 წლის 13 იანვარს 20:00
საათზე გაიმართება.
ღონისძიება 300 ადამიანზეა გათვლილი და ყოფილ რესტორან "ლეჩხუმის"
დარბაზში, ბალახვნის 100 საფეხურიან კიბეებთან ჩატარდება.
ქუთაისის მერიამ საახალწლო კარნავალის მოწყობისთვის 10 000 ლარიანი
ტენდერი მიმდინარე წლის 16 დეკემბერს
გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ
საკარნავალო დარბაზი კომფორტულად უნდა მოაწყოს, ასევე მოიწვიოს
მომღერალი, ბენდი და დიჯეი.
საახალწლო კარნავალის მოწყობისთვის გამოცხადებულ ტენდერზე
წინანდადებების მიღება მიმდინარე წლის 30 დეკემბერს დაიწყო და 2017
წლის 4 ინავარს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები