ააიპ "ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა" და "კულტურულ სახელოვნებო,
საგანმანათლებო დაწესებულებათა გაერთიანებებში" მომავალი წლიდან
სწავლა ფასიანი ხდება.
ეს საკითხს კენჭისყრაზე ქალაქის საკრებულოს
წლის ბოლო სხდომაზე გაიტანენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ააიპ
დაწესებულებებში სწავლის სავარაუდო ღირებულება ყოველთვიურად 10-დან 20
ლარამდე იქნება.
ქუთაისის საკრებულოში განმარტავენ, რომ სწავლა უფასო იმ ბავშვებისთვის
იქნება, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიანა და მათი
სარეიტინგო ქულა 70001-მდეა.
ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში 39, ხოლო
"კულტურულ სახელოვნებო, საგანმანათლებო დაწესებულებათა გაერთიანებაში"
15 სახეობაა გაერთიანებული.
მასალის გამოყენების პირობები