მიმდინარე წლის 24 დეკემბერს საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის
ქარტიამ საერთო კრება გამართა.
ქარტიის საბჭოს ახალი წევრები გიორგი მგელაძე (სტუდია "მონიტორი")
თამარ უჩიძე ( "სამხრეთის კარიბჭე") და თეა ზიბზიბაძე (
"ქუთაისიპოსტი") გახდნენ.
მათ საბჭოში ნინო ზურიაშვილი, ირინა ყურუა და ნინო ნარიმანიშვილი
ჩაანაცვლეს, რომელთაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ.
ამავე დროს, საბჭოს წევრებმა ახალ თავმჯდომარედ გიორგი მგელაძე
აირჩიეს.
საერთო კრებაზე გამოვლინდნენ ქარტიის პრიზი 2016-ის
გამარჯვებულები.
საუკეთესო მულტიმედია პროექტისთვის ქარტიის პრიზი "ნეტგაზეთის"
ჟურნალისტებს, დავით ქოქოშვილსა და ელენე ხაჭაპურიძეს გადაეცა,
პროექტისთვის "უჩინარები".
საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისთვის პრიზი სტუდია მონიტორის
ჟურნალისტებმა გიორგი მგელაძემ და ნინო რამიშვილმა, სიუჟეტისთვის
"აგენტი პროვოკატორი 2" მოიპოვეს.
ნომინაციაში "ბავშვთა საკითხების სიღრმისეული გაშუქება"
საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტმა, ნინო ზაუტაშვილმა გაიმარჯვა,
გადაცემით "რეალური სივრცე".
საუკეთესო სტატიის ავტორად კი "სამხრეთის კარიბჭის" ჟურნალისტი,
თამუნა უჩიძე დასახელდა სტატიისთვის "სადავაო სამკვიდრებელი".
მასალის გამოყენების პირობები