არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" ქუთაისის ორგანიზაციის
წარმომადგენლები, რომლებიც ე.წ.
პიჯაკის საქმეზე იყვნენ დაკავებულები
გასამართლებას ითხოვენ.
"გაგვასამართლეთ" – ამ მოთხოვნით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ნიკა ნარსიამ
ქუთაისში პროკურატურასთან აქცია გამართა.
"ამ დრომდე მიმდინარეობს იმ საქმის განხილვა, რომლითაც მე და ჩემს ორ
მეგობარს ყოფილ დეპუტატ, დავით ლორთქიფანიძისათვის პიჯაკის შემოხევას
გვედავებიან. თავები მივიბით პროკურატურასთან, რადგან გვინდა, რომ
სიმართლე დადგინდეს,
განაჩენი
გამოგვიტანონ სწრაფად," - აცხადებს ნიკა ნარსია.
"თავისუფალი ზონის" სამი წევრი 2015 წლის 2 ოქტომბერს დააკავეს. მათ
ბრალად დეპუტატის შეურაცხყოფა და მისი პიჯაკის დაზიანება ედებოდათ.
ისინი 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, გასული წლის 25 დეკემბერს
გაათავისუფლეს.
მათ წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის
პირველი, მეორე და მესამე პუნქტით არის აღძრული.
მასალის გამოყენების პირობები