ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში ერთი კონა მწვანილის ღირებულება 40
თეთრია.
რეალიზტორები ამბობენ, რომ მიმწოდებლებმა მწვანილი ერთი კვირაა, რაც
გააძვირეს.
"ერთი კონა მწვანილი 40-50 თეთრი გახდა, ხოლო კილოგრამი სხვადასხვა
სახეობის მწვანილის ფასი 8-15 ლარია," - ამბობენ რეალიზატორები.
რეალიზატორების ინფორმაციით, გასულ კვირას ერთი კილოგრამი მწვანილის
ღირებულება 4 - 8 ლარი, ხოლო ერთი კონის ფასი 20 თეთრი იყო.
მათივე თქმით მწვანილზე ფასის ზრდა იმან გამოიწვია, რომ მცენარეები
უამინდობის გამო მოიყინა.
"სიცივეები იყო და ბევრი მწვანილი გაუფუჭდა მომწოდებლებსაც და
გლეხებსაც" - ამბობენ ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში.
მასალის გამოყენების პირობები