ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით,
სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" შემაჯამებელი
ღონისძიება გაიმართა.
მასში იმერეთის რეგიონის სკოლების დირექტორები და სამოქალაქო
განათლების პედაგოგები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული საჯარო სკოლების
წარმომადგენლებმა პრეზენტაციები მოაწყვეს.
მე–9 და მე–10 კლასის მოსწავლეებმა კი, პროექტის ფარგლებში, მათ
სკოლებში, სასწავლო წლის პირველ სემესტრში განხორციელებულ სასკოლო
პროგრამებზე ისაუბრეს.
პროგრამის მიზანი სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის
გაუმჯობესება და მოსწავლეების მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში
გამოყენება, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდის
მხარდაჭერაა, გამჭირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის
მისაღებად.
პროექტი უკვე სამი წელია ხორციელდება და მომავალი სასწავლო წლის ბოლოს
დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები