ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, გარევაჭრობა ფალიაშვილის ქუჩაზე,
შპს "ფარის" მიმდებარე ტერიტორიაზე და ე.წ. პასაჟებში 13 იანვრამდე
ნებადართული იქნება.
ქალაქში გარევაჭრობა მიმდინარე წლის 20 დეკემბრიდან იყო
შესაძლებელი.
ადგილობრივი თვითმმართველობა, საახალწლოდ გარევაჭრობის ნებართვას
ყოველწიურად სცემს.
ქუთაისის მერიის არქიტექურისა და ზედამხედველობის სამსახურში
აცხადებენ, რომ საახალწლოდ გარევაჭრობის ნებართვის მისაღებას სულ
ასამდე განცხადება შევიდა. შესაბამისად, მერიამ ყველა მათგანი
დააკმაყოფილა.
მასალის გამოყენების პირობები