მიმდინარე წლის 22 დეკემბერს წმინდა სინოდმა ორი მეფე – ბაგრატ
მესამე და სოლომონ პირველი წმინდანებად შერაცხა.
ბაგრატ მესამის სახელს უკავშირდება საქართველოს გაერთიანება. მისი
მეფობის პერიოდში აიგო ბაგრატის ტაძარი, ნიკორწმინდა და ბედიის
მონასტერი, სადაც დაკრძალულია მეფე.
2012 წელს ბედიის მონასტერში ბაგრატ მესამის ფრესკა, ქართული
ორნამენტები და წარწერები წაშალეს.
იმერეთის მეფე სოლომონ I 1752-1784 წლებში მეფობდა. მის სახელს ტყვეთა
ვაჭრობის აკრძალვა და სხვადასხვა სფეროში განხორციელებული რეფორმები
უკავშირდება. სოლომონ პირველმა არაერთი ბრძოლა გადაიტანა. მათ შორის
ცნობილია ხრესილის, რუხისა და ჩხერის ბრძოლები.
იმერეთის მეფე 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია გელათის
მონასტერში.
ბაგრატ მესამესა და სოლომონ პირველთან ერთად, ასევე წმინდანებად
შეირაცხნენ საქართველოს კათალიკოს პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე
(1932–1952წწ). იღუმენია ნინო ამილახვარი, სამთავროს დედათა მონასტრის
დამაარსებელი და ბოდბის დედათა მონასტრის იღუმენია თამარ მარჯანიშვილი
(მე–20 საუკუნის დასაწყისი), ცნობილი ქართველი რეჟისორის, კოტე
მარჯანიშვილის უფროსი და.
მასალის გამოყენების პირობები