ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების
პანსიონის საქმიანობისთვის დისკრიმინაციული ხელშეშლის საქმეზე საბოლოო
განადაწყვეტილებას მიმდინარე წლის 29 დეკემბერს გამოაცხადებს.
სხდომა 10:30 სთ–ზე დაიწყება.
მიმდინარე წლის 22 დეკემბერს კი სააპელაციო სასამრთლოში საქმის
არსებითი განხილვა მოხდა. პროცესზე მტკიცებულებების გაცვლა 4 საათი
გაგრძელდა.
მუსლიმი მოსწავლეების პანსიონის ადმინისტრაციის, თანამშრომლებისა და
ბენეფიციარების ინტერესებს სასამართლოს წინაშე ადამიანის უფლებების
სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იცავს.
2016 წლის 19 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, მუსლიმი
მოსწავლეების პანსიონატის საქმიანობისთვის დისკრიმინაციული ხელშეშლის
საქმეზე, დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა და სიმბოლური ზიანის
ანაზღაურების ვალდებულება განსაზღვრა კერძო პირების მიმართ. თუმცა,
სასამართლომ მიიჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან
დისკრიმინაციას ადგილი არ ქონია.
სააპელაციო საჩივარი EMC ბათუმის საქალაქო სასამართლოს
გადაწყვეტილების სწორედ ამ ნაწილს შეეხება.
კერძოდ, EMC შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობის ნაწილში
უთითებს, რომ მუსლიმი თემის უფლებების ხელშეშლა არსებითად პოლიციის
დემონსტრაციული უმოქმედობის და არაეფექტიანი პრევენციული პოლიტიკის
შედეგია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე, გაასაჩივრეს
კერძო პირებმა, რომელთა მიმართაც უწყებამ დისკრიმინაცია დაადგინა.
მასალის გამოყენების პირობები