ქუთაისის # 1 ბაგა–ბაღის ყოფილი ხელმძღვანელის, ზაალ ხონელიძის
სასამართლო დავა, ააიპ ბაღების გაერთიანებასთან, რამდენიმე დღეში
დასრულდება.
სააპელაციო სასამართლოში პროცესი, სადაც გადაწყვეტილება უნდა
გამოცხადდეს აღდგება თუ არა ყოფილი თანამშრომელი სამსახურში,
მიმდინარე წლის 23 დეკემბერსაა ჩანიშნული.
ზაალ ხონელიძე სააპელაციო სარჩელში სამსახურში დაბრუნებას და
განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.
საარჩელის ეს ნაწილი უკვე დააკმაყოფილა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ
და ბათილად ცნო სამსახურიდან მისი გათავისუფლება. ააიპ გაერთიანებას
კი ყოფილი თანამშრომლის სამსახურში აღდგენა დაევალა, თუმცა, იმის
გამო, რომ ამ დროისთვის უკვე ამოწურული იყო ხონელიძესა და
გაერთიანებასთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადა, ხონელიძე პოსტზე ვერ
დაბრუნდა.
ზაალ ხონელიძემ ააიპ გაერთიანების # 1 ბაღში მუშაობა 2011 წლიდან
უვადო ხელშეკრულების საფუძველზე დაიწყო. თუმცა, გასულ წელს,
გაერთიანების ფილიალებში გამოცხადებული რეორგანიზაციის გამო, მას
მხოლოდ ერთწლიანი ხელშეკრულება გაუფორმდა, რომელსაც ვადა მიმდინარე
წლის 1 სექტემბერს ამოეწურა.
ზაალ ხონელიძე ამბობს, რომ სასამართლომ ახლა ის უნდა დაადგინოს,
კანონიერი იყო თუ არა მისთვის ერთწლიანი ხელშეკრულების გაფორმება.
ზაალ ხონელიძე ბაგა–ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციამ
თანამდებობიდან გასული წლის 11 დეკემბერს, 186 თანამშრომელთან ერთად,
ერთდღიანი
გაფიცვის შემდეგ გაათავისუფლა.
ქუთაისის სკოლამდელი აღზდის დაწესებულების ფილიალების გათავისუფლებული
ხელმძღვანელების
საქმეს არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო
გამჭვირვალობა - საქართველო" იკვლევდა.
მასალის გამოყენების პირობები