არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის
საერთაშორისო საზოგადოება" მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებს
რეკომენდაციებს აძლევს.
"კანონით უნდა განისაზღვროს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში მოქალაქეთა
მიმართვიანობის აღრიცხვის ერთიანი ფორმატი. საჭიროა დაინერგოს თითოეულ
განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების რეაგირების მექანიზმი.
გამომდინარე იქიდან, რომ მაჟორიტარ დეპუტატს მოქალაქეები ხშირად
სხვადასხვა ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების
გადასაწყვეტად მიმართავენ, უნდა შემუშავდეს სტრატეგია, რა შინაარსის
განცხადება რომელ კომპეტენტურ ორგანოს ეგზავნება და საბოლოოდ უნდა
აღირიცხოს განცხადებაში დასმული საკითხზე/პრობლემაზე რეაგირების
შუალედური (შუამდგომლობა კომპეტენტურ ორგანოებთან) და საბოლოო (რა
გადაწყვეტილება მიიღო შუამდგომლობაზე კომპეტენტურმა ორგანომ) შედეგი",
- ნათქვამია "სამართლიანი არჩევნების" მიერ მიმდინარე წლის
15
დეკემბერს გამოქვეყნებულ მასალაში.
ორგანიზაციაში თვლიან, რომ მაჟორიტარი დეპუტატების
ამომრჩევლებთან ურთიერთობის ამ დრომდე არსებული პრაქტიკა
ხარვეზიანი იყო და უმეტესწილად ვერ უზრუნველყოფდა მოქალაქეებსა
და დეპუტატებს შორის ეფექტურ კომუნიკაციას.
ქუთაისს სამი მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ნარჩემაშვილი, დიმიტრი
მხეიძე და გენადი მარგველაშვილი ჰყავს. ბიურო ამ ეტაპზე არც ერთ
მაჟორიტარ დეპუტატს აქვს. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში თავის ბიუროს
დიმიტრი
მხეიძე განათავსებს.
ამავე თემაზე:
გუბაზ სანიკიძის დეპუტატობის ოთხი წელი
(ვიდეო)
გუბაზ სანიკიძე ქუთაისის მერიაში არსებულ დეპუტატის
ბიუროში მოქალაქეებს აღარ ხვდება
მასალის გამოყენების პირობები