მიმდინარე წლის 30- 31 დეკემბერს, დღის 12-დან 19 საათამდე, ქალაქის
რეაბილიტირებულ უბანში გამოფენა - გაყიდვა მოეწყობა.
ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ინფორმაციით, #1 საჯარო სკოლის
მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგდება ტენტები, სადაც ხელნაკეთი საახალწლო
აქსესუარები, სუვენირები, მისალოცი ბარათები, საახალწლო ნაძვის ხეები,
მცენარეები და ხალხური რეწვის ნიმუშების (თექა, ბატიკა) იქნება
გამოფენილი.
ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილის, მაია
მურუსიძის ინფორმაციით, ბაზარში საახალწლო ნივთების გამოფენა-გაყიდვა
ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
ბაზრობაზე, ასევე, თავიანთ პროდუქციას ქუთაისში არსებული კვების
ობიექტები და მეწარმეებიც გამოიტანენ .
მასალის გამოყენების პირობები