საფოსტო მარკა კოლხური ჯონჯოლის გამოსახულებით ერთ–ერთია, რომელიც
მიმდინარე წელს მიმოქცევაში გამოვიდა.
ოთხი თემატიკის 7 ახალი მარკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას შესაბამისი ბრძანებით
გამოიცა.
ისინი რამდენიმე თემას აერთიანებს: საქართველოს სამთო კურორტები –
"მესტია", "ბაკურიანი", "გუდაური"; გამოჩენილი ქართველი მოღვაწე –
"ივანე ჯავახიშვილის 140 წელი"; ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები –
"ალავერდის საკათედრო ტაძარი"; საქართველოს ფლორა – "კოლხური
ჯონჯოლი".
ახალი საფოსტო მარკების შეძენა "საქართველოს ფოსტის" სერვის
ცენტრებშია შესაძლებელი.
საქართველოს ფლორა – "კოლხური ჯონჯოლი"
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები – "ალავერდის საკათედრო
ტაძარი"
გამოჩენილი ქართველი მოღვაწე – "ივანე ჯავახიშვილის 140
წელი"
საქართველოს სამთო კურორტები – "მესტია", "ბაკურიანი", "გუდაური"
მასალის გამოყენების პირობები