ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე აღმოჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობა
განეიტრალებულია.
ადგილობრივების თქმით, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნი საეჭვო
ნივთის შესახებ პოლიციის განყოფილებას აცნობეს.
შინაგაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოწყობილობა სასწავლო
ხელყუმბარა აღმოჩნდა.
საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 236–ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა–შენახვას
ითვალისწინებს.
ტერიტორიის მიმდებარედ, სადაც სასწავლო ხელყუმბარა აღმოაჩინეს,
საქართველოს შეიარაღებული ძალების მე–3 ქვეითი ბრიგადაა
განთავსებული.
მასალის გამოყენების პირობები