ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული ააიპ "სპეციალური
სერვისები", ქალაქში თოვლისა და მოყინული გზების გამო, საგანგებო
რეჟიმზე მუშაობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ნალექისა და ყინვის მიუხედავად, ქალაქში
გადაადგილების პრობლემები არ შექმნილა.
"ბოლო 10 დღეა საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ. განსაკუთრებით ღამის
საათებში არიან სამსახურის თანამშრომლები მობილზებული და ხდება გზების
გაწმენდა. გვაქვს როგორც ტექნიკური მარილის, ასევე ინერტული მასალის
მარაგი", – აცხადებენ "სპეციალურ სერვისებში".
მათი თქმით, სამსახურის დქვემდებარებაში, ასევე, 9 ერთეული
ტექნიკაა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში
მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე
ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები