მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, ქალაქ წყალტუბოში, სასმელი წლის
მიწოდება 15 ქუჩის მცხოვრებლებს შეუწყდება.
"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ცნობით, შეზღუდვა
ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ცენტრალური მაგისტრალის აღდგენით
სამუშაოებს უკავშირდება.
20 დეკემბერს, დილიდან წყალი შეუწყდება დედაენის, ჭავჭავაძის,
ბესიკის, ფარნავაზ მეფის, ერისთავის, თბილისის, ჩოლოყაშვილის,
დადიანის, ბარნოვის, კლდიაშვილის, თამარ მეფის, წითლანაძის,
გურამიშვილისა და კოლხეთის ქუჩებს. ასევე, დედაენის ქუჩის მე–2 და
მე-4 შესახვევებს.
"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ინფორმაციით, ქალაქ
წყალტუბოში წყალმომარაგება სრულად ხვალვე, დღის ბოლომდე აღდგება.
მასალის გამოყენების პირობები