ზესტაფონში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული
სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
სოფელ კვალითში ახალგაზრდა მამაკაცი მეზობელმა ცეცხლსასროლი იარაღით
მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობა
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ბრალდებული ნასვამ
მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე
მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები