წყალტუბოში ჟიგულის მარკის ავტომობილი სამგზავრო მატარებელს
დაეჯახა.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
თვითმხილველების განცხადებით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა მოძრაობა
არ შეაჩერა, რა დროსაც შეჯახება მოხდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ვინაიდან არავინ
დაზარალებულა, შემთხვევა ადმინისტრაციული წესით გაფორმდა.
მასალის გამოყენების პირობები