ქუთაისში თიბისი გალერიში ქრისტინე რობაქიძის სამხატვრო სტუდიის
მოსწავლეების ნახატების გამოფენა გაიმართა.
გამოფენაში ოთხიდან ოცი წლის ჩათვლით ორმოცამდე მხატვარმა მიიღო
მონაწილეობა.
წარმოდგენილი იყო როგორც ფერწერული, ისე გრაფიკული ტილოები. ამ
ნახატების ავტორები ხატვის ხელოვნებას ქრისტინე რობაქიძის სამხატვრო
სტუდიაში ერთი წელია ეუფლებიან.
"ერთი წლის თავზე სიმბოლური იყო ეს გამოფენა. თავიდან ცალ-ცალკე
ვიფიქრე გამოფენის მოწყობა, თუმცა ასეთი ერთიანი დ ა კონტრასტულიც
კარგი გამოვიდა", - აღნიშნა სამხატვრო სტუდიის ხელმძღვანელმა.
მხატვარმა ქრისტინე რობაქიძემ.
ქრისტინე რობაქიძის თქმით,სტუდიაში მოსწავლეები მარტო ხატვას
სწავლობენ, თუმცა ხატვასთან ერთად მნიშვნელოვანი ხდება ხატვისადმი
ჩარჩოებიდან თავისუფალი დამოკიდებულების არსებობა.
სტუდია ერთი წელია
ფუნქციონირებს სადაც 40 მოსწავლის ნახატი გამოფინეს.
"არ მიყვარს სტანდარტული ფეხი და ყური. ყველა მოვდივართ და რაც გვინდა
იმას ვხატავთ, ამიტომაც უყვართ მოსწავლეებს აქ მოსვლა და ხატვა", -
აღნიშნა ქრისტინემ.
გამოფენა თიბისი გალერიში 22 დეკემბრამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები