ბაღდათის მუნიციპალიტეტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროსგან 148 846 ევროს ოდენობის სესხს იღებს.
თანხის მისაღებად ნებართვაზე სამინისტრო მუნიციპალიტეტს საქართველოს
მთავრობის წინაშე უშუამდგომლებს.
ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ სესხის მიღებას 2
ნაგავმზიდი მანქანისა და ნარჩენების 125 კონტეინერის თანხის დასაფარად
ითხოვენ, რომელიც მუნიციპალიტეტს მყარი ნარჩენების მართვის
პროექტისთვის გადაეცა.
"ჩვენ რომ შეგვეძინა, უფრო მეტი დაგვიჯდებოდა. დროული იყო," –
განმარტავს გრიგოლ მაჩიტაძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.
ბაღდათის მუნიციპალიტეტმა წლიური 1,5%–იანი სესხი სამი წლის შემდეგ,
2026 წლამდე უნდა დაფაროს.
საპროცენტო განაკვეთისა და სესხის ძირის გადახდა ადგილობირივი
ბიუჯეტის სახსხრებით მოხდება. ამასთანავე, ანგარიშსწორება ეროვნულ
ვალუტაში, ლარის მიმართ დაფიქსირებული ევროს ოფიციალური გაცვლითი
კურსის შესაბამისად იწარმოება.
მყარი ნარჩენების მართვის პროექტი საქართველოსა და ევროპის
რეკონსტრუქციის ბანკს შორის 2016 წლის 12 ივლისს დადებული გრანტისა და
სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები