ახალი ამბები
ასათიანის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება გაზაფხულამდე არ მოხდება
FaceBook
ლადო ასათიანის ქუჩაზე წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დაზიანებული ქუჩის კაპიტალური შეკეთება გაზაფხულამდე არ მოხდება.
ქალაქის მერის,  შოთა მურღულიას თქმით, წელიწადის ამ დროს გზის საფარის კატიპალურად აღდგენა გამართლებული არ არის.

"ახალა უკვე ორმოულის გარდა, არც ერთი სამუშაო არ შეიძლება. ამიტომ, ასათიანი კაპიტალურად გაზაფხულზე გაკეთდება. მანამდე დარჩება ამ ფორმით",–განაცხადა შოთა მურღულიამ საკრებულოს 30–ე რიგგარეშე სხდომაზე.

თურქულ კომპანია „SMK”- ში, რომელიც წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, ადასტურებენ, რომ გზის საფარის სრულყოფილი შეკეთება ზამთრის სეზონზე არ მოხდება.

"ახლა რომ დავაგოთ, პირიქით, დანაშაული იქნება. მაინც გაფუჭდება. ზამთარში არსად არ იგება გზა",–აცხადებენ "„SMK”"- ში.

მათივე თქმით, გზისგან განსხვავებით, წყლის სიტემის რეაბილიტაცია გრძელდება.

ასათიანის ქუჩაზე გზის დროებითი საფარი, მოსახლეობის პოლიტიკური წრეებისა და არასამთავრობო სექტორის მწვავე პროტესტის შემდეგ დაიგო.

ქუთაისში, ლადო ასათიანის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის გაზაფხულის შემდეგ მიმდინარეობს.

კოპანიაში ამბობენ, რომ სამუშაოების შესრულების კონკრეტული ვადები ქუჩების მიხედვით პროექტში გაწერილი არ არის.

ამის მიუხედავად,  თურქული ფირმა სამუშაოების გაჭიანურებაში "გაერთიანებული წყალმომარაგების კოპანიამ" არაერთხელ დაადანაშაულა. ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა კი,  ქუთაისში ვიზიტის დროს სამუშაოების ტემპის გამო უკმაყოფილება გამოთქვა, რის  შემდეგაც, „SMK”-ს ადგილობრივი ხელმძღვანელობა შეიცვალა.



ამავე თემაზე:

ქუთაისში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო კომპანია SMK-ს თანამშრომლების
ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო


ქუთაისში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო კომპანია SMK-ს თანამშრომლები სცემეს

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.