ქუთაისის მერიამ მიმდინარე წლის 14 დეკემბერს საახალწლო კარნავალის
მოწყობისთვის 10 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმანტეციაში წერია, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ 2017
წლის 13 იანვარს, ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მიერ, 300 კაციანი
საახლწლო კარნავალის ორგანიზება უნდა უზრუნველყოს.
ასევე, უნდა მომზადოს საკარნავალო დარბაზი, სადაც გამართული იქნება
კონდენცირება, ვენტილაციის სისტემა, გათბობა, გაგრილება
და მოეწყოს ალაფურშეტი ფერადი განათებითა და საახალწლო
თემატიკით.
გამარჯვებული კომპანია ვალდებული კარნავალზე მოიწვიოს მომღერალი,
ბენდი და დიჯეი. საახალწლო ღონისძიებას 2 წამყვანი
გაუძღვება.
საახალწლო კარნავალის მოწყობისთვის გამოცხადებულ ტენდერზე
წინანდადენენის მიღება მიმდინარე წლის 30 დეკემბერს დაიწყება და 2017
წლის 4 ინავარს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები