აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კარიერის დღე
გაიმართა.
შეხვედრაზე სასწავლებლის სტუდენტებს შესაძლებოლობა ჰქონდათ პოტენციური
დამსაქმებლების შეთავაზებებს გაცნობოდნენ.
"ეს არის კარგი პრაქტიკა, უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, მათ აქვთ
შანსი ისწავლონ და ამასთანავე იპოვონ სამსახური," - განაცხადა პრაღის
უნივერსიტეტის წარმოანდგენელმა, ალექსანდერ კარდაკოვმა.
შეხვედრა წერეთლის უნივერსიტეტის ბიზნესის, ეკონომიკის, ტურიზმისა და
აგრარული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა.
"მიხარია, რომ უნივერსიტეტი გვაძლევს შანსს დავსაქმდეთ, კარგი იქნება
თუ მომავალში ყველა ფაკულტეტს მოიცავს," - განაცხადა წერეთლის
უნივერსიტეტის სტუდენტმა.
ღია კარის დღეზე სტუდენტები 30 - მდე ბიზნესოპერატოს შეხვდნენ და
გაესაუბრნენ.
"დღეს ჩვენ წარმოვადგენთ სოფლის მეურნეობის ნაწარმს. გვინდა
სტუდენტებს ვანახოთ რამდენად საინტერესოა ეს სფერო და ვეცდებით მათი
დაინტერესების შემთხვევაში ისინი დავასაქმოთ, " - განაცხადა "შპს
ადინას" წარმოების ხელმძღავენლმა, ნატო ცქიტიშვილმა.
ღია კარის დღე წერეთლის და პრაღის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებთა
უნივერსიტეტის თანამშრომლობით
მეორე წელია ხორციელდება.
პროექტს ჩეხეთის მთავრობა აფინანსებს.
მასალის გამოყენების პირობები