ახალი ამბები
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში მომავალი წლიდან შესვლა შესაძლოა ფასიანი გახდეს
FaceBook
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში შესვლა რიგით დამთვალიერებელებზე მომავალი წლიდან შესაძლოა ფასიანი გახდეს.

ამ დროისთვის ბაღში გასეირნება მხოლოდ მექორწილეებისთვის, ტურისტებისთვის და ექსკურსატნებისთვისაა ფასიანი.

ბოტანიკური ბაღის ხელძღვანელის, თემურ ჩეჩელაშვილის განმარტებით, ტარიფები ქუთაისის მერიამ უნდა განსაზღვროს.

"მომავლი წლიდან მერიასთან გვაქვს მოლაპარაკება რომ ადგილობრივი შემოსავლები გაიზარდოს, არ შეიძლება ბოტანიკური ბაღი იყოს ღია, უფასო ყველასთვის. ამიტომაც ალბათ ფასიანი გახდება. არ ვიცი მერია რა თანხას დაადგენს, მაგრმ თუნდაც იყოს მინიმალური. ეს ძალიან არაპოპულარული ნაბიჯია. ადამიანებს არ მოსწონთ, როცა რაღაცაში ფულს ახდევინებ. მაგრამ ბაღში იმდენი რამ არის გასაკეთებელი, მხოლოდ ბიუჯეტით შეუძლებელია", - განმარტავს თემურ ჩეჩელაშვილი.

ბოტანიკური ბაღის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მიმდინარე წელთან შედარებით, დაფინანსება შეუმცირდა.

მომავალი წლისთვის, ბაღის ბიუჯეტი 273 000 ლარით განსაზღვრული. თემურ ჩეჩელაშვილი ირწმუნება, რომ ის შემცირებული ბიუჯეტითაც შეძლებს იმ სიახლეების განხორცილებას, რომელიც დაგეგმილი ჰქონდა.

მაგალითად, ბოტანიკურ ბაღში უნდა მოეწყოს ორანჟერეა და საპირფარეშოები.

ბოტანიკური ბაღის განვითარებაზე ისაუბრა 14 დეკემბერს, საკრებულოს 30-ე რიგგარეშე სხდომაზე ქალქის მერმა.

"ჩვენ ეს ადგილი ვაქციეთ დასასვენებელ, კარგ ბაღად. მაგრამ ბაღს მხოლოდ სანახაობითი ფუნქცია არ უნდა ქონდეს, ბოტანიკურ ბაღში უნდა ხდებოდეს ყვავილების გამოყვანა, რომელსაც ისევ ჩვენი ქალაქისთვის გამოვიყენებთ", - განმარტა შოთა მურღულიამ გუშინდელ საკრებულოს სხდომაზე, სადაც მომავლი წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცეს.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.