2016 წლის 15 დეკემბრიდან მომდევნო წლის 9 იანვრის ჩათვლით
საქართველოს მოქალაქის პასპორტი 100 ლარის ნაცვლად 50 ლარი
ეღირება
ასევე უფასოდ გაიცემა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული
ინფორმაციის თანახმად, ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება
შეეძლებათ პირებს 18 წლის ასაკიდან და მათ, ვისაც 2017 წლის 2
ნოემბრამდე უსრულდება 18 წელი.
აქცია ეხება ბიომეტრიულ პასპორტსაც და მისი შეცვლა ან პირველად აღება
50%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.
იუსტიციის სამინისტრომ ბოლო 4 წლის განმავლობაში 23 აქცია გამოაცხადა,
რის შედეგადაც, 1 155 245-ზე მეტმა მოქალაქემ პირადობის მოწმობა
უფასოდ ან შეღავათიანი ფასით მიიღო.
საქართველოს მოქალაქის პასპორტის საშეღავათო პირობებით გაცემის მიზნით
აქცია უკვე მეორედ ცხადდება.
მისი სარგებლობისთვის მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს,
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს
ან საზოგადოებრივ ცენტრებს.
აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან
ფოტოსურათის საფასურისგან.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ამ
დროისთვის საქართველოს 2 368 346-ზე მეტი მოქალაქე პირადობის
ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო დამატებით 341 373 მოქალაქე −
საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, რაც სამოქალაქო რეესტრის
ბაზებში 2,7 მილიონზე მეტი ზუსტი და უტყუარი მონაცემის არსებობას
ნიშნავს.
მასალის გამოყენების პირობები