ქუთაისის "ახალგაზრდულ ცენტრში", გარდაცვლილი ოპერატორის, სოფო
ბობოხიძის სახელობის ბიბლიოთეკა გიხსნება.
ბიბლიოთეკისთვის საჭირო ფონდს გიორგი კეკელიძის ახალი წიგნების:
"თომას ზღაპრები", " გურული დღიურები" გაყიდვიდან შემოსული თანხით
შეიძენენ, რომლის პრეზენტაციაც "ახალგაზრდულ ცენტრში" მიმდინარე წლის
16 დეკემბერს გაიმართება.
წიგნების " პრეზენტაციაზე წარმოდგენლი იქნება მოსწავლეების მიერ
შექმნილი ილუსტრაციების გამოფენა, ავტორი თეატრალური სტუდიის
ბავშვებთან ერთად წაიკითხავს ეპიზოდებს წიგნიდან.
გიორგი კეკელიძის ინიციატივით ეს ღონისძიება სოფო ბობოხიძის ხსოვნას
მიეძღვნება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი, სოფო ბობოხიძე 11 დეკემბერს
საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვალების მიზეზად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები
დასახელდა.
მასალის გამოყენების პირობები