"საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური
ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე" საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის ბრძანებაში ცვლილები
შევიდა.
დოკუმენტში
ცვლილება მიმდინარე წლის 8 დეკემბერს
განხორციელდა.
ბრძანებაში განისაზღვრა თანამდებობრივი სარგო იმ მასწავლებლებისთვის,
რომელთაც აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი,
აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული აქვთ 4-წლიანი უმაღლესი
პედაგოგიური განათლება.
შესაბამისად, 0-დან 5 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე
მასწავლებელი ნაცვლად 459,73 ლარისა ყოველთვიურად 524,48 ლარს
მიიღებენ.
5-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე პედაგოგები 475,70
ლარის მაგივრად 542,70 ლარს, ხოლო 10 წლის ზემოთ სამუშაო გამოცდილების
მქონე მასწავლებლები 481,03 ლარის ნაცვლად – 548,78 ლარს.
მასალის გამოყენების პირობები