ქუთაისში, საგამოფენა დარბაზში "ვარლა" აჭარელ მხატვართა ნამუშევრების
გამოფენა გაიმართა.
წარმოდგენილი იყო აჭარის მხატვართა კავშირის რეგიონული ორგანზიაციის
30-მდე ავტორის 70-მდე ნამუშევარი.
"ყველა თაობის მხატვრის ნამუშევარია. მართალია არასრულად, მაგრამ
უმრავლესობის ნახატები სახეზეა", - აღნიშნა მხატვართა კავშირის
იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვალერი
მეძმარიაშვილმა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფერწერული ნამუშევრები, ქანდაკება,
დეკორატიული მხატვრობის ნიმუშები და ა.შ.
"ყურადღებას იქცევენ საკუთარი კუთხის სიყვარული. მათი ხელწერა სხვაა.
იმერელ მხატვრებში ხვატვის სხვა კულტურაა. კარგი შემოქმედი ხალხი ყავს
აჭრას", - აღნიშნა ვალერი მეძმარიაშვილმა.
გამოფენა აჭარის კულტურის სამინისტრო დაფინანსებით მოეწყო.
შარშან მსგავსი გამოფენა ბათუმში გაიმართა, სადაც იმერელი ახალგზარდა
მხატვრების ნამუშევრები გმოიფინა.
მასალის გამოყენების პირობები