იმერეთის 12-ივე მუნიციპალიტეტში თოვლი მოვიდა. რეგიონის ზედა ზონის
სოფლებში თოვლის საფარი 40-50 სანტიმეტრია, ხოლო ქვედა
ზონის სოფლებში მცირე.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის ყველა
მუნიციპალიტეტში გზების გაწმენდითი სამუშაოები
მიმდინარეობს.
ასევე, დაწყებულია გზებზე ტექნიკური მარილის მოყრა.
როგორც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში
განმარტავენ, ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მუშაობენ
შესაბამისი სამსახურები და საჭიროების შემთხვევაში
მობილიზებულია სპეციალური ტექნიკაც.
მასალის გამოყენების პირობები