ქუთაისის მერიამ, ბოლო ორი წლის განმავლობაში ქალაქში
მშენებლობის დროს 85 სამართალდარღვევა დააფიქსირა, რაც
ობიექტების უკანონო და უნებართვო მშენებლობას ითვალისწინებს.
მერიიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2015-2016 წლებში 59
ფიზიკური, ხოლო 26 იურიდიული პირი დაჯარიმდა. სანქციის
შედეგად ბიუჯეტში მიმდინარე წელს (5 დეკემბრის მონაცემებით) შესულმა
თანხამ 43 000 ლარი შეადგინა.
სანებართვო პირობების ვადების გადაცდომა, ფასადის რეაბილიტაციის
შეუთანხმებლობა, მიშენება, მანსარდების დამატება და სამშენებლო
პროექტის გადაცდომით განხორცილება - ეს სწორედ ის დარღვევებია, რის
გამოც ქუთაისში ფიზიკური და იურიდიული პირები ჯარიმდებიან.
2000 ლარიანი ჯარიმა განკუთვნილია იმ შემთხევევაში, როდესაც
მშენებლობა პროექტის დაცვით არ ხორციელდება. ხოლო პროექტის არქონის
შემთხვევაში, პირს 3000 ლარიანი ჯარიმა ეკისრება, შენობა კი
დემონტაჟს ექვემდებარება. თუმცა, მერიაში ირწმუნებიან, რომ უნებართვო
მშენებლობის დაფიქსირების შემდეგ ობიექტის მესაკუთრეს 45 დღიან ვადას
აძლევენ პროექტის წარსადგენად.
2015 წელს უკანონო და უნებართვო მშენებლობის დაჯარიმებიდან ადგილობრივ
ბიუჯეტში შესულმა
თანხამ 66 000 ლარი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები