სამტრედიის ცენტრალური ბაზრის ხელმძღვანელობის მიერ რებილიტირებული
ფართი, სადაც გარემოვაჭრეების დასაქმება იგეგმებოდა, ამ დრომდე
აუთვისებელი რჩება.
ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებული გარემოვაჭრეები ბაზარში
შესვლაზე უარს აცხადებენ.
ბაზრის დირექტორის, ია კოპალეიშვილის თქმით, ის მზად არის
გარემოვაჭრეებს რეაბილიტრებული ფართი დაუთმოს. თუმცა, ისინი
შეთავაზებას არ თანხმდებიან.
"გავარემონტეთ, არის კარგი პირობები და თუ მათ ექნებათ სურვილი
შეგვიძლია მივცეთ საშუალება, რომ ისარგებლონ ამ ადგილით. მაგრამ
არ შემოდიან და არც შემოვლენ, თუ კანონით არ მოხდა გარევაჭრობის
აკრძალვა", - ამბობს ია კოპალეიშვილი.
სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია ამბობს, რომ
პრობლემა დღის წესრიგში რამდენჯერმე დადგა. თუმცა, ჯერ
წინასაარჩევნო პერიოდის, შემდგომ კი არჩევნების გამო, საკითხი
გადაიდო.
"არჩევნების წინა პერიოდი იყო, შემდეგ არჩევნები და დროებით შეჩერდა
ეს საკითხი, მაგრამ პრობლემა აუცილებლად მოგვარდება", - ამბობს
ნუგზარ ჯამბურია.
სამტრედიის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვის
მიზნით, მუნიციპალიტეტმა შპს "არგოსთან" ალტერნატიული ფართის
გამოყოფაზე მოლაპარაკებები
მიმდინარე წლის მაისში დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები