პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე,
გოგი წულაია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ქუთაისის
საკრებულოს წევრის, ლელა ქელბაქიანისთვის სახელფასო ანაზღაურების
შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
წულაია აცხადებს, რომ დეპუტატი ხელფასს უკანონოდ იღებს, რადგან,
პარალელურად შპს "ქუთაისის უნივერისტეტის" მეწილეა, რაც
ბიზნესსაქმიაობაში ეთვლება.
"ასე ყავთ "გამოჭერილი" ჩვენი თანამდებობის პირები. როგორც კი ერთ
ზედმეტ სიტყვას იტყვის, მაშინვე შეუწყვეტენ ხელფასს. უნივერისტეტში
ხომ იღებს ხელფასს და აქაც ხალხის გადახდილი ბიუჯეტიდან 1 360 ლარს
ხელზე იღებს.
მოვუწოდებ ადგილობრივ ხელისუფლებას, აღკვეთოს ეს კანონდარღვევა,
შეუწყვიტოს ხელფასი ლელა ქელბაქიანს და დააბრუნებინონ ბიუჯეტში ის
თანხა, რაც აქამდე აქვს აღებული"– აცხადებს გოგი წულაია.
ლელა ქელბაქინი ამ დროისთვის მივლინებაში იმყოფება და მასთან
დაკავშირება ვერ ხერხდება.
ადგილობრივ თვითმმართველობაში კი ამბობენ, რომ უმჯობესი იქნება თუ მის
მივლინებიდან დაბრუნებას დაელოდებიან და იგი თავად გააკეთებს
კომენტარს.
ლელა ქელბაქიანი "ქუთაისის უნივერისტეტს" 2002 წლიდან
ხელმძღვანელობს.
მასალის გამოყენების პირობები