გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის
ცნობით, საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
მიმდინარე წლის 9 დეკემბრამდე შენარჩუნდება.
უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, +5°
იქნება, ღამის საათებში დაბლობსა და ბარში კი -4, -7° - მდე დაეცემა.
მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 დეკემბერს გამოიდარებს.10 – 11
დეკემბერს ნალექიანი ამინდი მოსალოდნელია საქართველოს ზოგიერთ
რაიონში. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და +5, +10° იქნება.
მასალის გამოყენების პირობები