საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული
გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, რიკოთის უღელტეხილზე ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
უწყებაში აცხადებენ, რომ თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის
კმ56–კმ193 (იგოეთი-ზესტაფონი) მონაკვეთზე, ასევე,
ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო
გზის კმ1-კმ25 (ხაშური-ბორჯომი) მონაკვეთზე,
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106
მონაკვეთზე და ახალციხე-ნინოწმინდის(სომხეთის საზღვარი) საავტომობილო
გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე
ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები არაა.
რაც შეეხება ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ60
(ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთს, თოვლისა და ლიპყინულის გამო,
აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30
ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების
საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ნაქერალას უღელტეხილზე ორი და
მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები