შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ირანის
მოქალაქე თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, 1963 წელს დაბადებული ზ.ყ–ს პირადი და დროებითი
საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 115 აბი და 7 აბის ნატეხი "მეტადონი"
ამოიღეს.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, დაკავებულს მეტადონის მოხმარების
ფაქტი დაუდგინდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით
მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები