ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო
გზაზე მოძრაობა შეფერხებულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით,
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ნაქერალას
უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის
ავტობუსების მოძრაობა.
სააგენტოს ინფორმაციით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.
ასევე, თავისუფალია ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის დანარჩენ
მონაკვეთებზე.
მასალის გამოყენების პირობები