ქუთაისში, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
რამდენიმე აქცია გაიმართა.
წერეთლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მობილური ლაბორატორია მოეწყო,
სადაც მსურველებს აივ ინფექციასა და ჰეპატიტზე უფასო ტესტირების
შესაძლებლობა მიეცათ.
ქუთაისის მესამე საჯარო სკოლიდან უნივერსიტეტის მიმართულებით
მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილება საინფორმაციო ბეჭდვით მასალები
დაარიგეს.
წერეთლის უნივერსიტეტში, ასევე, დოკუმენტური ფილმის ჩვენება შედგა.
მთავარი გმირი, შიდსით დაავადებული ადამიანი, დაავადებასთან ბრძოლის
საკუთარ ისტორიას და სტიგმის შემთხვევებზე საუბრობს, რასაც მის
ცხოვრებაში ჰქონდა ადგილი.
აქციებს ორგანიზება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ "ახალი
გზა", "თანადგომა", "ჰერა XXI" და "დასაქმებისა და განვითარების
ცენტრმა" გაუწიეს.
"ინფიცირების გამოვლენა არის მზარდი. 2016 წლისთვის საქართველოში
600-ზე მეტი ახალი შემთხვევა იყო. მთლიანად კი, გამოვლენილია
ინფიცირების 6000 შემთხვევა, რაც ჩვენნაირი პატარა ქვეყნისათვის
საკმაოდ დიდი მაჩვენებელია", - აღნიშნა არასამთავრობო ორგანზიაცია
"რუბიკონის" წარმომადგენელმა, ზაზა ქარჩხაძემ.
როგორც აქციების ორგანიზატორები აღნიშნავენ, აივ-ინფექციის შეჩერება
შესაძლებელია. ამისთვის კი საჭიროა, აივ-ზე ნებაყოფლობით ტესტირების
გაზრდა და მკურნალობის პროგრამით მოცვის გაფართოება, რათა 2020
წლისთვის ინფიცირებულთა 90% დროულად გამოვლინდეს და მკურნალობა
ხელმისაწვდომი გახდეს.
მასალის გამოყენების პირობები