ქუთაისში რეაბილიტირებულ უბანში "თეთრი" ნაძვის ხე დაამონტაჟეს.
მანათობელი ფიგურებისა და ნაძვის ხის რეაბილიტაციას, ასევე
მათ მონტაჟსა და დემონტაჟს, ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ
ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "აღმდგენი"
78 102 ლარად ახორციელებს.
ასევე, საახალწლოდ 145 ცალ სხვადასხვა ფერისა და სტრუქტურის
მანათობელი ფიგურის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 47 777 ლარია
გამოყოფილი.
გარდა ამისა, ქუთაისის მერია სადღესასაწაულო დღეებში ადგილობრივებს
კულტურულ და გასართობ შოუ–პროგრამებსაც შესთავაზებს, რისთვისაც 74 600
ლარი დაიხარჯება.
ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში დაგეგმილია
"საბავშვო ქალაქის" მოწყობაც.
ადგილობრივი თითმმართველობა ქუთაისში საახალწლო განწყობის შესაქმნელად
მიმდინარე წელს 249 500 ლარია გამოყოფილი
მასალის გამოყენების პირობები