ოთხდღიანმა სტიქიამ იმერეთის რეგიონს 1 349 040 ლარის ზარალი
მიაყენა.
ძლიერმა ქარმა ქუთაისი, წყალტუბო, სამტრედია, ხონი, ბაღდათი, თერჯოლა,
ზესტაფონი, ტყიბული და ჭიათურა დააზარალა.
დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსების, საბავშვო ბაღების,
ადმინისტრაციული შენობების, საჯარო სკოლებისა და კერძო დასახლებებში
მცხოვრებთა სახლის სახურავები.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის პირველმა მოადგილემ
პაატა ნადირაძემ და ვიცე-გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ, იმერეთის
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და
თანამშრომლებს ძლიერი ქარის დროს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა
გადაუხადეს.
მასალის გამოყენების პირობები