შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახლადგახსნილი ერთობლივი ოპერაციების
ცენტრის ლოგოს შექმნაზე კონკურსი გამოაცხადა.
ამ მიზნით შს სამინისტროში სამხატვრო აკადემიის სტუდენტებსა და
პროფესიონალ დიზაინერებს შეხვდნენ.
უწყებაში აცხადებენ, რომ ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ლოგოს
კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს, - როგორც სტუდენტს, ისე
პროფესიონალ დიზაინერს, შეუძლია.
კონკურსანტებს ლოგოს შესაქმნელად სამი კვირა აქვთ. გამარჯვებული კი,
ვადის ამოწურვიდან ერთ კვირაში, სპეციალური ჟიურის მიერ
გამოვლინდება.
საუკეთესო ლოგოს ავტორს პრიზად 3 000 ლარი გადაეცემა.
მასალის გამოყენების პირობები